
საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, მის პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold სტატუსის მფლობელები Wolt+-ის 1 წლიან, ხოლო, Starter, Bronze და Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები 3 თვიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.
შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც უფასო გამოწერა გაუაქტიურდებათ.
აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+ -ის გამოწერით, ამ შემთხვევაში დასრულების თარიღიდან 3 თვე ან 12 თვე აითვლება.
ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგ: სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება.
საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ, ხოლო Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |