
ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია - დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებები შეშფოთებას იწვევს.
„არ მიკვირს, რომ საზოგადოებრივად აქტიური პიროვნებები შეშფოთებული იყვნენ იმ მოქმედებით, რომელიც რიგ დიპლომატებს ახასიათებთ. წარსულსაც რომ არ შევხედოთ, რეალობაშიც, მაგალითად, ევროკავშირის ელჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია. დიპლომატი ქვეყანაში რომ მუშაობს, მინიმუმ მეგობრულ განწყობას მაინც უნდა ამჟღავნებდეს. რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს რიგი დიპლომატის მხრიდან არაკორექტული, არადიპლომატიური და შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, მტრული განცხადებებიც და პირდაპირი გაცხადებული პოზიცია, რომ მხარს უჭერენ და ახალისებენ რადიკალურ აქტივიზმს და უფრო მეტიც, ამ რადიკალებისგან გამოწვეულ რევოლუციურ პროცესებს," - განაცხადა წილოსანმა.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |