დღეს 24-ე დღეა რაც ქართველი ჟურნალისტი "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს. უკანონოდ დაკავებული იგი არ წყვეტს შიმშილს. წარსულში 70 დღე იშიმშილა ქართველმა ჟურნალისტმა ნაზი შამანაურმა, მისი ისტორია ტრაგიკულად დასრულდა.
1983 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, "ვაჟაობის" დღესასწაულზე, ჟურნალისტი ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა: „ხალხო, გატყუებენ... ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას, სინამდვილეში კი კოლმეურნეები დაიმონეს... სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით, მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს... რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება!..” მან ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა. უშიშროების სამსახურს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია მისი შესაძლო საჯარო გამოსვლის შესახებ, ის იქვე დააკავეს, თან წაართვეს 77-გვერდიანი მხილების ტექსტიც. ნაზი, ჯერ კიდევ 1970-იანი წლების პირველი ნახევრიდან, ადგილობრივ გაზეთებში, აქვეყნებდა კრიტიკულ სტატიებს. 1974 წლიდან ყველაზე გაზეთ მისთვის დაიხურა, დაიწყო დევნა და შევიწროება.
ნაზი, მალევე მოათავსეს თბილისის მ.ასათიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა, მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინიექციებით, ბოლოს კი ადგილობრივმა სამედიცინო პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა. თავის ქალის მძიმე ტრავმით 1983 წლის 6 იანვარს ის მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ კვირაში გარდაიცვალა. ამბავი გახმაურდა.
გარდაცვალებიდან მალევე, საბჭოთა ქართულ პრესაში, გამოქვეყნდა სტატია სათაურად "იყო კი წამებული". სტატიაში, ფსიქიატრიული კლინიკის ექიმები, საუბრობდნენ "პაციენტის" სამედიცინო ისტორიაზე, ნათლავდნენ მას შიზოფრენიით დაავადებულად და დასავლური პროპაგანდის მიერ შექმნილ არარსებულ გმირად.
ცნობილი ქართველი ფსიქიატრი, ავლიპ ზურაბიშვილი, სტატიაში ამბობს: "შეთითხნილი სიცრუეა ცნობა საპყრობილეში "სხვაგვარად მოაზროვნე" შამანაურის მოწამეობრივი სიკვდილის შესახებ, - გვითხრა პატივცემულმა ავლიპიმ. - დიდხნობით ვესაუბრებოდი ნაზის, კონსულტაციას ვუწევდი, და ვამტკიცებ, რომ შიზოფრენიით დაავადება ისეთი აშკარა იყო, დიაგნოსტიკა არც ერთ მედიკოს სტუდენტს არ გაუჭირდებოდა. მას ეშინოდა ყველასი და ყველაფრის, ზოგჯერ უარს ამბობდა საჭმელზე და იძულებული ვხდებოდით, ხელოვნურად გვეკვება. [...] ქალის სულიერი დაავადების სამწუხარო ფაქტი, დასავლეთის გარკვეულმა წრეებმა გამოიყენეს ბინძური პროპაგანდის მიზნით, აღშფოთებული ვარ ამ ინსინუაციით და ამორალურად მიმაჩნია იგი განსვენებულის ხსოვნის მიმართ." [წყარო: გაზეთი "კომუნისტი", 1983/05/06]
ფსიქიატრიული კლინიკა, მრავალმა საბჭოთა დისიდენტმა გაიარა, მათ შორის მერაბ კოსტავამ. საბჭოთა ფსიქიატრი "ექიმების" დავალება იყო, რომ ჯანმრთელი ადამიანი ფსიქიკურად წონასწორობიდან გამოეყვანათ და მერე "ემკურნალათ" და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყოლოდათ.
ნაზი შამანაურის საქმის ობიექტური გამოძიება არასდროს მომხდარა შესაბამისად, არც არავინ არ დასჯილა. ის ერთ-ერთია საბჭოთა სისტემის სამსახურში ჩამდგარი ფსიქიატრიის მსხვერპლთაგან.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |