Washington Post - ირანმა საქართველოს მოქალაქეს აზერბაიჯანელი რაბინის მკვლელობა დაუკვეთა

ირანმა საქართველოს მოქალაქეს, ნარკორეალიზატორს, ცნობილი აზერბაიჯანელი რაბინის მკვლელობა დაუკვეთა, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაშალა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უშიშროების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

Washington Post-ი წერს, რომ შეთქმულება ირანის ყუდსის ძალების ოფიცერმა წამოიწყო, რომელიც საქართველოს მოქალაქეს, აგილ ასლანოვს 2024 წელს, შემოდგომაზე შეხვდა და რაბინის - შნეორ სეგალის ფოტო და მისი მოკვლის დეტალური ინსტრუქციები გადასცა. გამოცემა წერს, რომ აგილ ასლანოვს 200 000 დოლარი გადაუხადეს. 

Washington Post-ის წყაროების თქმით, რაბინის, შნეორ სეგალის მკვლელობის შეთქმულება, ასევე ითვალისწინებდა ებრაულ საგანმანათლებლო ცენტრზე თავდასხმის გეგმას.

არსებული ინფორმაციით, ასლანოვი აზერბაიჯანის მოქალაქეს დაუკავშირდა და რაბინის თვალთვალი დაიწყო. შეკვეთილი მკვლელობის საქმე აზერბაიჯანის უშიშროების სამსახურმა გახსნა და ასლანოვი თანამზრახველთან ერთად, იანვარში დააკავა.



12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა - საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა
თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა
ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა