სალომე ზურაბიშვილი ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე - მმართველი პარტიის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ და საქართველოს ინტერესებიდან დაშორებით

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ, რომელიც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.

„მმართველი პარტიის კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთისკენ და საქართველოს ინტერესებიდან დაშორებით“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, თავდაპირველად, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, შემდეგ კი გადაწყვეტილება შეცვალა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, თუმცა მოგვიანებით მისი კანდიდატურა თავისივე გადაწყვეტილებით გაიწვია.

სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა. აქვე ვადასტურებთ, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



რევაზ კიკნაძე - ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას
ნინო წილოსანი - ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია
სალომე სამადაშვილი - ახალი ინსტრუქცია მოუვიდათ პატრონებისგან - დასავლელი დიპლომატების შერჩევითი წესით საქართველოდან გაძევება
ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა