მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკის ვერაკრუსის შტატში მერობის კანდიდატს, მმართველი პარტია „მორენას“ წევრს, ესენია ლარა გუტიერესს საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში ესროლეს, რის შედეგადაც ის და კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

Facebook-ის პირდაპირ ეთერში ოცამდე გასროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა მხარდამჭერებით გარშემორტყმული ესენია ლარა გუტიერესი ტექსტეპეკის ქუჩებში გადაადგილდებოდა.

შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მერობის კანდიდატი და კიდევ სამი დაშავდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ მოტივის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. პრეზიდენტის თქმით, მთავრობა ვერაკრუსის შტატის ოფიციალურ პირებთან კოორდინაციაშია და საჭიროების შემთხვევაში ფედერალურ მხარდაჭერას სთავაზობს.



Wolt x SOLO - ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ
საქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზება სტუდენტებისთვის
რევაზ კიკნაძე - ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას
ნინო წილოსანი - ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირებაზე, მინიმუმ არამეგობრულია