უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მარტის 69%-იანი მაჩვენებლიდან მაისის თვის პირველ ნახევარში 74%-მდე გაიზარდა, ხოლო რესპონდენტების 22%-მა თქვა, რომ უკრაინის ლიდერს არ ენდობა.

გამოცემა Kyiv Independent-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი KIIS-ის მიერ აღრიცხულ რეიტინგებს შორის უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც მას გამოკითხულებს შორის 77%-იანი ნდობა ჰქონდა.

მარტის თვის გამოკითხვასთან შედარებით, პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, ხოლო უნდობლობის მაჩვენებელი 28%-დან 22%-მდე ჩამოვიდა. ნდობასა და უნდობლობას შორის კი სხვაობა 52%-ია. ამასთანავე, მკვლევრებმა თქვეს, რომ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი უკრაინის ყველა რეგიონში აღინიშნებოდა.

გამოკითხვა 2 მაისიდან 12 მაისამდე ინტერვალში ჩატარდა და მის ფარგლებში 1018 თვრამეტ წელს გადაცილებული უკრაინის მოქალაქე გამოიკითხა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზე. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. ხოლო პუტინის ინიციატივის პასუხად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდება.



თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო
გალტ & თაგარტმა ინვესტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს დამატებით ბირჟებზე წვდომა გაუმარტივა
უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობა 74%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წლის შემდეგ ყველაზე მაღალია
საქართველოს ბანკმა განახლებადი ენერგიის სფეროში მწვანე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის EBRD-ისგან ჯილდო მიიღო