კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის

ხელშეკრულებები არასდროს იძლევა მშვიდობის გარანტიას. საქართველომ ეს 2008-ში ისწავლა; უკრაინამ 2014-ში, ყირიმის ანექსიით და ახლა უკვე რუსეთის 3-წლიანი სრულმასშტაბიანი ომით - ამის შესახებ განაცხადა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა კოპენჰაგენში გამართულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. 

მისივე თქმით, სიძლიერე აკავებს აგრესორებს. სისუსტე მათ შინ პატიჟებს. 

,,კიევი ვერ დათანხმდება კიდევ ერთ ბუდაპეშტის მემორანდუმს – მხოლოდ სიტყვები არასდროსაა უსაფრთხოების საკმარისი გარანტია. 

ამიტომაც არის ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინის არმიის უდიდესი მხარდამჭერი და ამიტომ უნდა იყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები უკრაინაში ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი'' - განაცხადა კაია კალასმა 



კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის
საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა