მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეულს უერთდება

„უსაფრთხო ქუჩები ქვეითებისა და ველომომხმარებლებისთვის“  - ამ გზავნილის გარშემო მსოფლიოს 193 ქვეყანა წელს უკვე მერვედ ერთიანდება. უსაფრთხოების კვირეული  ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. გლობალურ ინიციატივას უკვე ტრადიციულად უერთდება „თეგეტა მოტორსი“, კომპანია, რომელმაც წლებია, უსაფრთხოება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ მიმართულებად აქცია. კვირეულის ფარგლებში „თეგეტა მოტორსი“ არაერთ აქტივობას გეგმავს. 

საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის კამპანიები: „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“, „აღნიშნე როგორც გინდა, მაგრამ არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში“ და სხვ. თეგეტას მიერ ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულმა კამპანიამ საქართველოში ზამთრის საბურავების ცნება დაამკვიდრა და მძღოლებისთვის გადაადგილება ბევრად უსაფრთხო გახადა.

თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელისაგზაო უსაფრთხოება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რადგან ჩვენი კომპანია თავისი საქმიანობით დაკავშირებულია გზასთან, ავტომობილით  გადაადგილებასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ვიზრუნოთ მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, ვიმუშაოთ მათი ცნობიერების ამაღლებაზე, ხელი შევუწყოთ ავტომობილის გამართვაში. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიაში მონაწილეობით, საზოგადოებას მუდმივად მოვუწოდებთ, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე. ცხადია, გაეროს გლობალურ ინიციატივას წელსაც ვუერთდებით და გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ - რამდენად მნიშვნელოვანია ავტომობილის ტექნიკურად გამართვა უსაფრთხო მგზავრობისთვის. განსაკუთრებით კი ახლა, როცა  ზაფხული მოდის და სამოგზაუროდ ვემზადებით“.

უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსმა“ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი შექმნა, რომელიც უსაფრთხო საგზაო მოძრაობის წესებს  მოიცავს.

„თეგეტა მოტორსმა“,  როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიამ, არაერთი სპეციალური შეთავაზებაც მოუმზადა მომხმარებელს, რომლებიც ავტომობილის გამართვას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. 12 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით მომხმარებელი Bridgestone-ის ბრენდის საბურავების სრულ ასორტიმენტსა და ATE-ს ხუნდებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს. განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს საავტომობილო სხვა პროდუქტებზეც მაისის ბოლომდე.

კვირეულის ფარგლებში, „თეგეტა მოტორსისა“ და „ვოლვო ქარს საქართველოს“ მხარდაჭერით, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებითა და საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან პარტნიორობით, კონფერენცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ტრანსპორტის, ეკომობილობისა და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე საჯარო უწყებების, კერძო თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საგზაო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები. ღონისძიების მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს „თეგეტა მოტორსი“.

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული (UN Global Road Safety Week) გაეროს მიერ  2007 წლიდან იმართება, რათა ყურადღება გამახვილდეს საგზაო უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებზე და შემცირდეს საგზაო შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. გაეროს გლობალური საგზაო უსაფრთხოების მე-8 კვირეული მიზნად ისახავს, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ფეხითა და ველოსიპედით მოძრაობის წახალისებას.

---

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა



კაია კალასი - საქართველომ 2008-ში, უკრაინამ 2014-ში ისწავლა; ხელშეკრულება მშვიდობის გარანტია არ არის
საქართველოს ბანკმა Citi-სგან 45 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა
უკრაინაში მებრძოლ ქართველს რუსეთის განაჩენის საფუძველზე შსს იარაღის ფლობის ნებართვას უუქმებს
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა