
ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი - ივანიშვილმა უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს.
ვაშაძის თქმით, აღნიშნული წერილი აჩვენებს იმას, რომ ის სახიფათოა ქვეყნისა და ხალხისთვის.
„ივანიშვილი-კობახიძის წერილი არის ღია დეკლარაცია, რომ მათ უნდათ საქართველო დატოვონ მარტო და დაუცველი.
მათ არ სჭირდებათ განვითარებული საქართველო ძლიერ პარტნიორებთან ერთად. მათ უნდათ, რომ საქართველო დააბრუნონ ჭაობში.
ეს წერილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სახიფათოა ქვეყნისთვის ხალხი, რომელიც მზად არის ძალაუფლებისთვის ქვეყანა გაყიდოს.
ბიძინა ივანიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკოს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და დააზიანოს წლობით ნაშენები ურთიერთობები. მან უკვე უღალატა ჩვენი ქვეყნის დასავლურ კურსს, უღალატა თავისუფლებას და ქართველ ხალხს.
ჩვენ გვჭირდება თავისუფალი, განვითარებული და უსაფრთხო საქართველო, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრია. ჩვენი გეგმაა დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები, ქვეყანა სწრაფად გამოვიყვანოთ იზოლაციიდან, აღვადგინოთ კავშირები დასავლელ პარტნიორებთან და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი.
გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად საქართველოსთვის!" - გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.
გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.
მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“,- წერს ირაკლი კობახიძე წერილში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |