ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) გაამკაცრა რეკომენდაციები სააგენტოს მიერ ავტორიზებული მესამე ქვეყნის ოპერატორების მიმართ, რომლებიც ევროკავშირში, ევროკავშირიდან და შიგნით გადაყვანის ოპერაციებს ასრულებენ.
EASA-მ გადამყვანებს ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთის საჰაერო სივრცეში აღმოსავლეთ გრძედის 60°-იან მერიდიანიდან დასავლეთით ყველა დონის ფრენისგან. ეს ეხება მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგის, ეკატერინბურგის, დონის როსტოვსა და სამარას თავზე ფრენებს.
EASA-მ თავისი რეკომენდაციები რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის კონტექსტში ფრენის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახსნა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას შორის ცუდი კოორდინაციის გამო, ეს კონფლიქტი ქმნის რუსეთის თავზე მფრინავ თვითმფრინავებზე უნებლიე თავდასხმის რისკს. რისკებს ქმნის, კონკრეტულად რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის მაგალითად, სააგენტომ მოიყვანა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფა. რომელიც რუსეთის საჰაერო სივრცეში დაზიანების შედეგად ყაზახეთში ჩამოვარდა.
რეკომენდაციები ძალაში იქნება 2025 წლის 31 ივლისამდე.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |