ადვოკატი - ყველა დაკავებულზე გამოყენებულია არასათანადო ფიზიკური ძალა

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ათივე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა,“- ამის შესახებ, ადვოკატი ნესტან ლონდარიძემ, თბილისი მოლთან და შემდეგ მსვლელობისას დაკავებულებზე ისაუბრა.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებული 10 პირი მოინახულა.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ათივე მათგანზე გამოყენებული იყო არასათანადო ფიზიკური ძალა, ნაწილზე არასათანადო ძალა გამოყენებული იყო მათ შორის საპოლიციო მანქანებში გადაყვანის დროს, ერთდროულად რამდენიმე პირი ჰყავდათ მანქანაში და მათ მიმართ განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა და გინება მათ მიმართ, ათივე მათგანზე მივმართე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მიმდინარეობს ამ პირების გამოკითხვა. მე აუცილებლად მივადევნებ ამ პირების საქმეს თვალს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, თუმცა, ის სამწუხარო რეალობა გვაქვს, როდესაც არცერთი პირის მიმართ, რომელთა ქცევაშიც იკვეთება ძალადობა, დღემდე არ მომხდარა არც ბრალის წარდგენა და არც დაკავება“ -აღნიშნავს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

 



პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ