სამედიცინო კანაფისგან დამზადებული პირველი მედიკამენტი უკრაინაში ოფიციალურად დარეგისტრირდა.
ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდი „უკრაინის პაციენტები" იტყობინება.
„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონი მიიღო. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინის საკანონმდებლო სისტემა კანაფისგან დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებისთვის მოემზადა. აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტი (API) პირველმა მწარმოებელმა უკვე დაარეგისტრირა. ასე რომ, პირველი მედიკამენტები აფთიაქებში მალე გამოჩნდება“, - ამბობს დეპუტატი, ოლგა სტეფანიშინა.
კანაფის პერორალური წვეთების გარდა, აფთიაქებში მალე შესაძლებელი იქნება მყარი კაფსულების, კბილის პასტებისა და გელების შეძენა. ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ჩამონათვალი და ფორმები 2024 წელს დაამტკიცა.
გარდა ამისა, დამტკიცდა იმ დაავადებებისა და პირობების ჩამონათვალი, რომლის ფარგლებშიც ექიმებს უფლება ექნებათ, პაციენტებს სამედიცინო კანაფით მკურნალობა დაუნიშნონ.
პრეპარატი ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული ტკივილის, პარკინსონის დაავადების, ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის, ტურეტის სინდრომის, წამლებისადმი რეზისტენტული ეპილეფსიის, ბავშვებში კრუნჩხვების გამომწვევი დაავადებების და შიდსით გამოწვეული ანორექსიის მქონე პაციენტებისთვის.
აფთიაქებში მედიკამენტების გაცემა მოხდება ექიმის მიერ პაციენტის სახელზე გაცემული ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე. აფთიაქებს, რომლებიც მედიკამენტებს დაამზადებენ, უნდა ჰქონდეთ სამი ლიცენზია: საცალო ვაჭრობის, მედიკამენტების წარმოების და ნარკოტიკული ნივთიერებების მიმოქცევის.
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, სამედიცინო კანაფის შემცველი მედიკამენტები 6 მილიონ პაციენტს ესაჭიროება.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |