მამუკა ხაზარაძე - პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს! ამ მახინჯ რეჟიმს, სხვა ვერაფერი მოერევა

„პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს, აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არაქვს და რეჟიმს მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია მოერევა. ხაზარაძის თქმით, თავისუფლებისთვის ბრძოლის მოგება მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი.


„პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს! ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან. ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული, პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია! ინტერპარტიულ დონეზე პირველი გამარჯვება უკვე გვაქვს – ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან და სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობა. ერთობლივი მუშაობის ეს წარმატებული მაგალითი უნდა გავავრცელოთ ყველა მიმართულებით! მხოლოდ ეს მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, რისიც ასე ეშინია ივანიშვილის რუსულ მთავრობას! ოლიგარქის კრიმინალური რეჟიმი უნდა დასრულდეს მის ყველა მსახურთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ასაზრდოებენ! საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ბელორუსი! ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

 



500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო
გერმანიის ბუნდესტაგში, საქართველოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პეტიცია შევიდა
„პუბლიკის“ ფოტორეპორტიორი - შსს-ს ხალხმა თმაში მომკიდა ხელი და ჩამომიღო ზედა პანდუსიდან.
ადვოკატი - ყველა დაკავებულზე გამოყენებულია არასათანადო ფიზიკური ძალა