ქედის მუნიციპალიტეტში „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გასაუბრება გაიმართა

“ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, პროექტის დეტალების დაზუსტების მიზნით, იდეის ავტორებთან გასაუბრება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, კონკურსი IV ეტაპიანია. ქვეპროგრამის განაცხადის დამტკიცება/ხელშეკრულების გაფორმება: პროექტები, რომლებიც დადებით შეფასებას მიიღებს და წარმატებით გაივლის გასაუბრებისა და მონიტორინგის ეტაპს საკონკურსო განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც კომისია მოიწვევს გამარჯვებულ იდეის ავტორებს ხელშეკრულების გასაფორმებლად.

“ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ სხდომას კომისიის თავმჯდომარე მერი როლანდი ბერიძე უძღვებოდა.

იდეის ავტორებს, კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში ეცნობათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.



ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა
რუტე - ალიანსის მიზანია უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს