“სფერო ჰოლდინგმა” ქართველ ოლიმპიელებს, საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადასცა!

ქართველი ოლიმპიელები გრიგოლეთში. მორიგი სახალხო ზეიმი შავისღვისპირეთის ულამაზეს კურორტზე “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპორტსმენები, რომელთაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა.

სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ-ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში”  საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ.   სახელოვანი სპორტსმენები გრიგოლეთს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.  

სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმა კომპანიის დამფუძნებელთან აწ უკვე მათ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი აპარტამენტები დაათვალიერეს.ღონისძიება საზეიმო
ვახშმით გაგრძელდა, გრიგოლეთში მორიგი დაუვიწყარი საღამო შედგა! 
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა”  ახლო წარსულში 
საცხოვრებელი აპარტამენტი გიორგი მამარდაშვილსა და ლაშა ბექაურს გადასცა.



მზის ენერგიის გამოყენება - ახალი კურსი საქართველოს ბანკის ბიზნესკურსზე
Forbes Spain Travel-მა ბათუმი 2026 წლის სასურველ სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა