ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს

ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილი "გამარჯვების გეგმა" შიშს იწვევს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

როგორც ორბანი აღნიშავს, ის აპირებს, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების იდეა წამოიწყოს.

"ეს არ ნიშნავს მეტ ომს, მეტ სახიფათო იარაღს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს, არამედ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავიდეთ ომის სტრატეგიიდან მშვიდობის სტრატეგიაზე. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები",- წერს ორბანი.



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა