რუტე - ალიანსის მიზანია უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს

ალიანსის მიზანს წარმოადგენს უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს,- ამის შესახებ ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც რუტემ აღნიშნა, "ამ მომენტამდე, უკრაინას ნატოს მხარდაჭერის გაგრძელების იმედი უნდა ჰქონდეს", რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი, "არ უნდა იმედოვნოს, რომ ეს მხარდაჭერა შემცირდება".

"ეს არის ის, რისი ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს და რაზეც მუდმივად მესმის ნატოში გამართულ მოლაპარაკებებზე",- ამბობს რუტე.

მისივე თქმით, უკრაინა ნატოს 33-ე წევრი გახდება, მაგრამ "შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს".



ჯო ბაიდენი - „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია, მთელი მსოფლიოსთვის კარგი დღეა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 675 800-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა