კასპში გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

ქალაქ კასპში გიორგი (გორკა) მერებაშვილის სახელობის ღია საჭიდაო არენაზე, ქართულ ჭიდაობაში  მუნიციპალიტეტის ღია პირველობა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ტურნირი 25 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ გიორგი (გორკა) მერებაშვილის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც უკვე ტრადიციულია და ყოველწლიურად ტარდება.

"ტურნირში მონაწილეობდნენ 2007-2008-2009 წლებში დაბადებული ჭაბუკები კასპიდან, ქარელიდან და თბილისიდან.

კასპიდან პირველი ადგილები მოიპოვეს ერეკლე მჭედელაძემ (45 კგ), თემურ ოდოშაშვილმა (50 კგ) და თორნიკე გორჯოლაძემ (66 კგ).

ტურნირის გამარჯვებულებს და მონაწილეებს თასები, მედლები და სიგელები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, ყოფილმა მოჭიდავეებმა და გიორგი (გორკა) მერებაშვილის ქალიშვილმა მარი მერებაშვილმა გადასცეს.

პირველ ადგილზე გასულ მოჭიდავეებს, ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდო მოჭიდავის მამამ, გენადი მერებაშვილმა გადასცა",- ნათქვამია ინფორმაციაში.



ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა
რუტე - ალიანსის მიზანია უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს