ტურიზმის დეპარტამენტი - შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით, აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს.

პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო, 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული. 

კამპანიის ფარგლებში მონაწილეები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად მიმდინარეობს რადიო რეკლამა „ფორტუნა ჰოლდინგის" ოთხივე რადიოსადგურში. რადიორეკლამისას აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად „ფორტუნას" ნახევარ მილიონზე მეტი მსმენელი ეცნობა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ასევე მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ულამაზესი ქუჩის მხატვრობა შეემატება. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების, ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით, დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მედიატურებს ქართველი ფოტოგრაფების, ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისთვის. 

ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.



ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა
რუტე - ალიანსის მიზანია უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს