ბეჟაშვილი - როცა „ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს, ცვლილება მესამე მოსმენისთვის ფარულად შეიტანეს

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

ბეჟაშვილის განცხადებით, მმართველ ხელისუფლებას მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდა. 

„რუსული კანონის განხილვის ეტაპზე კიდევ ერთი დანაშაული გამოვლინდა ივანიშვილის პარტიის რუსული რეჟიმის მხრიდან, როდესაც ისედაც მძიმე მუხლებს დაამატეს კიდევ ერთი შესაძლებლობა სახელმწიფო უწყებებისათვის, რომ თითოეულ მოქალაქესა და ფიზიკურ პირზე არა მარტო პერსონალური ინფორმაციები გამოითხოვოს შესაბამისმა სახელმწიფო უწყებამ, არამედ საიდუმლო ინფორმაციები შეაგროვონ თითოეულ მოქალაქეზე.

მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ ეს კანონი არ შეეხებოდა ფიზიკურ პირებს და მარტო არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხებოდა, აღმოჩნდა და ფარულად შეიტანეს ცვლილება მესამე მოსმენისთვის მაშინ, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ და მხოლოდ და მხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანის უფლება ჰქონდათ, დაამატეს მუხლი დანაშაულებრივად, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე საიდუმლოების შეგროვებას ეხება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პროტესტი, რადგან ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა



ორბანი - ზელენსკის მიერ წარდგენილი „გამარჯვების გეგმა“ შიშს იწვევს
ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებს შეხვდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს „გამარჯვების გეგმა“ წარუდგინა
რუტე - ალიანსის მიზანია უკრაინისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ კიევმა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები ძალის პოზიციიდან აწარმოოს