ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი კომპლექსი რუბა სამგორი შენდება

ბაზისბანკთან პარტნიორობით დეველოპერული კომპანია რუბა ჯგუფი ახალ საცხოვრებელ კომპლექსს რუბა სამგორს აშენებს.

რუბა ჯგუფის ყველა პროექტი გამოირჩევა მშენებლობის მაღალი ხარისხით, შესაბამისად, რუბა სამგორის საცხოვრებელი კომპლექსიც პრემიუმ ხარისხის სამშენებელო მასალების გამოყენებით შენდება. დამონტაჟებული იქნება ალუმინის კარ-ფანჯრები, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და საიმედოობას. კორპუსს უკეთდება დამატებითი თბოიზოლაცია, საცხოვრებელ სივრცეში მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მიზნობრიობით.

საცხოვრებელი კომპლექსი მორგებულია კომფორტსა და ხარისხზე. მდებარეობს  ქინძმარაულის შესახვევი 38ა-ში, მშვიდ, ცენტრალური გზის ხმაურისგან მოშორებულ თუმცა მოსახერხებელ ადგილას. ბევრ სტრატეგიულ ობიექტთან ახლოს. ტერიტორია მოიცავს გამწვანებულ ეზოებს. საბოლოო ჯამში კი მომავალ მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ იცხოვრონ თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად ჰარმონიულ გარემოში.  პროექტის დასრულება იგეგმება 2025 წლის ბოლოს და მომავალ მობინადრეებს ჩაბარდებათ თეთრი კარკასის კონდიციაში.

რუბა სამგორში ბინის  შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელიაც ონლაინ.



პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები
პუტინის თანაშემწე - მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით
გახარიას პარტია - მივმართავთ ,,ქართული ოცნებას“ სასწრაფოდ შეწყვიტოს მაღაროელების ხარჯზე პოლიტიკური მანიპულაციები