ეს თვითმარქვია მთავრობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს,უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ცუცქირიძის თქმით, ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, მმართველობას ტრაგიკულად დაასრულებს.
„ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ. დღეს, რეალურად სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები. სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული იდეის და კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. ასეთი თავდასხმები ახასიათებთ ავტორიტარულ რეჟიმებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ასრულებენ ასეთი რეჟიმები, ასე დაასრულა იანუკოვიჩმა, ასე დაასრულა ასადმა და ასე დაასრულებს ბიძინა ივანიშვილი. ნებისმიერი მთავრობა, რომელიც საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის, ასე ტრაგიკულად დაასრულებს. მოვუწოდებ ყველას, სამოქალაქო საზოგადოებას, ჟურნალისტებს სოლიდარობისა და ერთად დგომისკენ. ამ რეჟიმის დღეები დათვლილია. ისინი ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დონალდ ტრამპი მათი გადამრჩენი იქნებოდა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდებოდა და ისინი ახლებურად გააგრძელებდნენ ურთიერთობებს, ასეთი რამ ვერ და არ მოხდება იმიტომ, რომ არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოება და ხალხს, აშშ საქმეს არ დაიჭერს, მხარს არ დაუჭერს, მისი მეგობარი ვერ იქნება. უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის საუკეთესო პოლიტიკური გამოსავალი და უნდა დაისაჯონ დამნაშავეები“,-განაცხადა ცუცქირიძემ.
„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |