საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები

საფრანგეთის პარლამენტმა უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მასში არის მოწოდება უკრაინის მხარდასაჭერად რუსული გაყინული აქტივების კონფისკაციაზე. 

დოკუმენტში მოხვდა საქართველოც. კერძოდ, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია რუსეთის ჩარევა ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს დემოკრატიულ პროცესებში, კერძოდ, მოლდოვას, საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებში.

ამასთან, დოკუმენტი გმობს „რუსეთის მიერ განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კიბერშეტევების, კორუფციისა და დეზინფორმაციის ან პროპაგანდისტული კამპანიების სახით".



რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები