პუტინის თანაშემწე - მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით

მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი უკრაინასთან და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვთვლით, რომ ჩვენი მიზანია ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარება. ამისკენ ვისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ შეშფოთებებს. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში არავის სჭირდება რაღაც ნაბიჯები, რაც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას წარმოადგენს“, - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთანაც გამოთქვა.

„ბუნებრივია, მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის, მეტი არაფერი“, - აღნიშნა უშაკოვმა.



რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს - დაშავებულებს შორის არინ ბავშვები
ტრამპის ადმინისტრაცია ამკაცრებს სანქციებს რუსულ ნავთობზე, გაზსა და საბანკო სექტორებზე
პროკურატურა - სასამართლომ ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებაში 10 პირი დამნაშავედ ცნო
საფრანგეთის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს არჩევნებში რუსული ჩარევებიცაა ნახსენები