საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდის ცნობით, ევრო 2024-ზე, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთები 28 ივნისს, თბილისის დროით 12:00 საათზე გაიყიდება.

ბილეთების შეძენას გულშემატკივარი უეფას სპეციალურ პორტალზე შეძლებს. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ორი ბილეთის ყიდვის უფლება ექნება, ხოლო ფასები 30 დან 200 ევრომდეა.

საქართველოსა და ესპანეთის მატჩი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში 30 ივნისს ჩატარდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.



პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს
შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა