შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით -,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.

"კონფერენციაში მონაწილეობდა 150 პედაგოგი, მათ შორის მოხსენებები სხვადსხვა საგნებში წარმოადგინა 64- მა. კონფერენციის მონაწილე მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიებას, შუახევის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის განათლების ფონდის/ბათუმის მასწავლებელთა სახლის, პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ჩატარდა რესურსცენტრის ორგანიზებით, შუახევის მერიისა და პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით. მხარდამჭერები:-აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების ფონდი/ბათუმის მასწავლებლის სახლი", - ნათქვამია ინფორმაციაში.



„თიბისის“ TechXplore ღონისძიება
ბერბოკი - მაღიზიანებს, დისკუსიები, სადაც უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედებად აღიქმება - ეს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა