პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს

ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოებას და შესაძლოა, განლაგებაც, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, აშშ-ის მხრიდან საშუალო და მცირე რადიუსზე მოქმედი რაკეტების განლაგება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში იწვევს რუსეთში შეშფოთებას და მოითხოვს რეაგირებას. 

„დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ არამარტო აწარმოებს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე განალაგა ევროპაში წვრთნებისთვის დანიაში და ახლა უკვე ფილიპინებშიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და მივიღოთ გადაწყვეტილებები თუ რა უნდა გავაკეთოთ.

როგორც ჩანს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ სარაკეტო სისტემების წარმოება და რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, მივიღოთ გადაწყვეტილებები სად განვათავსოთ ისინი ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა პუტინმა.



„თიბისის“ TechXplore ღონისძიება
ბერბოკი - მაღიზიანებს, დისკუსიები, სადაც უკრაინის მხარდაჭერა ქველმოქმედებად აღიქმება - ეს უსაფრთხოებაში ინვესტიციაა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
ცესკომ ISO 9001:2015-ის ფარგლებში მორიგი საერთაშორისო საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა