კადიროვი ნანობს, რომ მისმა შვილმა ნიკიტა ჟურაველი არ მოკლა

კადიროვი ნანობს, რომ მისმა შვილმა ნიკიტა ჟურაველი არ მოკლა. - ამის შესახებ მან თავის გადაცემაში განაცხადა. ჩეჩნეთის მეთაურის თქმით, მის შვილს, ადამს, არაფერი აქვს დასასჯელი:

კადიროვის თქმით, რადგან სასამართლომ ადამის დასჯის გადაწყვეტილება არ მიიღო, ეს არც ჩეჩნეთის მთავრობამ უნდა ქნას.

"რისთვის დავსაჯოთ? იმისთვის, რომ მან სცემა აგენტს, ადამიანს, რომელმაც ყურანი დაწვა? კარგი იქნებოდა, რომ მოეკლა". – თქვა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს. 

"არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა - მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დაობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა". – წერს კადიროვი.

ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა უწოდა "ნაძირლები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს".

"მსგავსი პროვოკატორები და მოღალატეები არიან სიმსივნეები სხეულზე, რომლებიც უნდა ამოიშანთოს". – დაწერა კადიროვმა და აღნიშნა, რომ საკუთარი შვილის საქციელით ამაყობს.

ნიკიტა ჟურავიელი 2023 წლის მაისში, ვოლგოგრადში დაიჭირეს. მას ბრალად ედება, რომ უკრაინის სპეცსამსახურებისგან 10 000 რუბლი მიიღო და სანაცვლოდ ვოლგოგრადის საკათედრო მეჩეთის წინ ყურანი დაწვა, რისი ვიდეო გადაიღო კიდეც. საგამოძიებო ორგანოები მას ბრალს სდებდნენ, რომ ჩანაწერი უკრაინულ სპეცსამსახურებს გადასცა. ვიდეო შემდეგში სოციალურ ქსელებში გავრცელდა.



პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს მოპოვების, შენახვის, გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა - მომხდარზე 3 პირია დაკავებული
ზურაბიშვილი საქართველოს ელჩებს - მოქალაქეებისთვის არა-ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება - თქვენთვის არჩევანის დრო უკვე დადგა
„თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა