შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს. პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შუახევის მერიის ცნობით, მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ:

"შუახევი-კატრიანი-ყავრიანი; ხიჭაური, ახალდაბა, ბარათაული-გრძელგორი; ხიჭაური-თაგინური; ცხემლისი-თაგინური (ნაფოცხვარა); ჭალა-წყაროთა-თაგინური; ოლადაური-ჩირუხი; პაპოშვილები, გორი, ლაბათის უბანი- ჩირუხი; ტბეთი, გოგაძეები-ჩირუხი; ქიძინიძეები, ჯაბნიძეები-ჩირუხი; დღვანი, ლომანაური, გოგინაური -ჩირუხი; შუბანი-ჩირუხი; კვირიაული, ცინარეთი-ღომა- საყენდრია; წაბლანა-ღომა-საყენდრია; ნიგაზეული-ჯანჯღნარი; ხიჭაური-მერიაყელი; ინწკირვეთი-შედრეკილი; შუახევი-თეთრობი; ბრილი,ხაბელაშვილები - თაგინური; დღვანი, ლომანაური, გოგინაური-საბერწია; კარაპეტი, მაწყვალთა-მაწყვალთის მთა; მახალაკიძეები-სანალია; კობალთა-ძველი მთა.

პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 280 ლარი დაიხაჯება", - ნათქვამია ინფორმაციაში.



პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა ბირთვული შესაძლებლობების მქონე რაკეტების წარმოება უნდა დაიწყოს
შუახევის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების მეექვსე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა