DW - თურქეთის სამხრეთ-აღმოსვალეთ რეგიონში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსვალეთ რეგიონში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მედია ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგად დაშავდა 44 ადამიანი, რომელთაგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი 2 ქალაქში - დიარბაქირისა და მარდინის პროვინციებს გავრცელდა.

„ხანძარი ძლიერმა ქარმა გააჩინა. ამჟამად, სტიქია ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო