კირბი - რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის შეშფოთებას უნდა იწვევდეს

რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის შეშფოთებას უნდა იწვევდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, 2 ქვეყანას შორის დადებული შეთანხმება ეწინააღმდეგება ჩინეთის მიდგომებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შეშფოთებას ჩინეთიც გაიზიარებს, რადგან შეთანხმება, როგორც ჩანს, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ განცხადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა პეკინში ერთი თვის წინ გააკეთეს“, - განაცხადა კირბიმ.

კირბიმ ასევე განაცხადა, რომ გასულ თვეს ჩინეთი და რუსეთი უკრაინაში სიტუაციის მშვიდობიანი და დიპლომატიური დარეგულირების მომხრეები იყვნენ.

„ეს შეთანხმება ნებისმიერი ქვეყნის შეშფოთებას უნდა იწვევდეს, რომელიც ღელავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებაზე და თვლის, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებული“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს სპიკერმა.

შეგახსენებთ, 19 ივნისს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო