რუმინეთი უკრაინას „პატრიოტის“ სისტემას გადასცემს

რუმინეთი უკრაინას „პატრიოტის“ 4 სისტემიდან ერთს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს განცხადებაზე  დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება უკრაინაში სიტუაციის მნიშვნელოვნად გაუარესების გათვალისწინებით, რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე მუდმივი მასიური თავდასხმების წინააღმდეგ და რუმინეთის უსაფრთხოებისთვის მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინას სისტემას იმ პირობით გადასცემენ, რომ რუმინეთი სტრატეგიულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების შედეგად ანალოგიურ ან სხვა მსგავს თავდაცვით სისტემას მიიღებს, ხოლო რუმინეთი სხვადასხვა ფორმით გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო