„გვსურს ვიეტნამთან ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობა გავაძლიეროთ“ - პუტინი ვიეტნამში ჩავიდა

რუსეთს სურს ვიეტნამთან „ტრადიციულად მეგობრული“ ურთიერთობა გააძლიეროს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ვიზიტისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უხოური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, პუტინმა ვიეტნამის პრეზიდენტ ტო ლამთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანასთან რუსეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ რუსეთისა და ვიეტნამის პოზიციები დიდწილად ემთხვევა ან ერთმანეთან ახლოსაა“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, „ორივე ქვეყანა მტკიცედ იცავს საერთაშორისო სამართლის უზენაესობის, სუვერენიტეტის, სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“.

როგორც მედია წერს, პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის შემდეგ, ვიეტნამში ჩავიდა.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო