„ლიბერთის“ „ტოპ|ქარდის“ და „ელიტ ელექტრონიქსის“ ერთობლივი აქცია დაიწყო

დღეიდან, "ლიბერთის" "ტოპ|ქარდის" მომხმარებლებისთვის "ელიტ ელექტრონიქსის" ტექნიკის მაღაზიათა ქსელში აქცია დაიწყო. ერთობლივი აქციის ფარგლებში, 20 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, "ტოპ|ქარდით" "ელიტ ელექტრონიქსში" ნებისმიერი ტიპის პროდუქციის შეძენისას, შესაძლებელი იქნება გადახდილი თანხის 12 თვეზე უპროცენტოდ (ეფექტური 0%) გადანაწილება - შეძენილი ნივთის საფასურს არ დაემატება გადასახადი.

12 თვეზე უპროცენტო გადანაწილების შეთავაზება ვრცელდება როგორც "ელიტ ელექტრონიქსის" ფილიალებში, ასევე "ტოპ|ქარდით" ონლაინ შეძენისას www.ee.ge -ზე.

აქციით სარგებლობა შეუძლია როგორც "ტოპ|ქარდის" არსებულ მომხმარებელს, ასევე მათ, ვინც აქციის პერიოდში აიღებს ბარათს - მომხმარებლებს, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ "ტოპ|ქარდით", მისი აღება შეუძლიათ როგორც "ლიბერთის" ნებისმიერ ფილიალში, ასევე "ელიტ ელექტრონიქსში" - "ლიბერთის" განვადების მენეჯერებთან. ბარათის აღება შესაძლებელია დისტანციურადაც, ახალი ვებ გვერდის საშუალებით: https://libertycredit.ge/ ან ინტერნეტ/მობაილ ბანკის საშუალებით ციფრული ბარათის სახით.

რა არის "ტოპ|ქარდი":

"ტოპ|ქარდი" არის გადანაწილების/განვადების ბარათი. ბარათზე დამტკიცებული ლიმიტი შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, გაანაღდო, გადარიცხო, გადაიხადო კომუნალური გადასახადები და დახარჯული თანხა დაფარო ნაწილ-ნაწილ.

"ტოპ|ქარდი" გაიცემა 18-დან 70 წლამდე ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს დადასტურებული შემოსავალი: ხელფასი, იჯარა, გზავნილი და ა.შ. ბარათის განაცხადის გაკეთება შეგიძლია ონლაინ, ჩვენს ვებ-გვერდზე, "ლიბერთის" ფილიალებში, პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან.

"ტოპ|ქარდის" ლიმიტია 250 ლარიდან 15 000 ლარამდე. დამტკიცებული ლიმიტის ოდენობა დამოკიდებულია შენს შემოსავლებსა და საკრედიტო ისტორიაზე.

"ტოპ|ქარდის" აღება უფასოა, ამასთან ბარათს არ აქვს წლიური მომსახურების საკომისიო.

"ლიბერთის" შესახებ:

"ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4,500-ზე მეტი თანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო