აჭარის ჯანდაცვა - „ოცნების ქალაქში“ პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს

"ოცნების ქალაქში” ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება - ამ დრომდე წილისყრის მეთოდით ბინები 450-მდე ოჯახს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა - ბინების განაწილების პროცესი კვირის ბოლომდე დასრულდება და ჯამში, პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. 

"აღნიშნული ოჯახები ცხოვრებას აჭარის ფინანსთა და ეკონომის სამინისტროს მიერ აშენებულ სამ მრავალსართულიან კორპუსში გააგრძელებენ.

ბინების მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია",- ნათქვამია ინფორმაციაში.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო