კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ზემო ხანდაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კალოუბანში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის ბეტონის საფარის სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

„პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „27 იანვარი“ აწარმოებს.

2024 წელს კასპის მუნიციპალიტეტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი გამოეყო. თანხა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელზე განაწილდა.

განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის გადაწყვეტილების საფუძველზე შეირჩა და წლის ბოლომდე დასრულდება”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.



სტოლტენბერგი - ველოდები, რომ, არჩევნების შედეგების მიუხედავად, აშშ ნატოს მტკიცე მოკავშირედ დარჩება
საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 ივნისს დაიწყება
შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება
„საქართველოს ბანკის“ IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო