საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით

საქართველოს ბანკი, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნას ამჯერად ქუთაისში აგრძელებს.

ქუთაისის ცნობილ ტრადიციულ დღესასწაულთან - გვირილობასთან დაკავშირებით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური შეთავაზებებით ისარგებლონ.

2 მაისს, საქართველოს ბანკის სტუდენტური და მოსწავლის ბარათის მფლობელები ბიბლუსსა და მინისოში 30%-იან ქეშბექს მიიღებენ. (მაქსიმუმ 50 ლარის)

1,2 და 3 მაისს Luca Polare - ში იმოქმედებს 20% ქეშბექი. (მაქსიმუმ 50 ლარი)

1-10 მაისის ჩათვლით კი ექსტრამითში 20% ქეშბექით ისარგებლებთ. (მაქსიმუმ 50 ლარის)

აღნიშნული შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ ქუთაისის ფილიალებში.

გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის ბარათით სარგებლობისას, აუცილებელია შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.

გარდა ამისა, 1, 2 და 3 მაისს - Bubble Friends-ში სტუდენტური ან მოსწავლის ბარათით გადახდისას 30%-იან ქეშბექს მიიღებთ. (მაქსიმუმ 50 ლარი)

1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, Boulangerie Elle-ში 30%-იანი (მაქსიმუმ 50 ლარი), ხოლო Meama-ში ულიმიტოდ 20% - იანი, ქეშბექით ისარგებლებთ სტუდენტური და მოსწავლის ბარათით გადახდისას.

Juicy Lucy-ში კი 20%-იანი ქეშბექის შეთავაზება 28 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.(ულიმიტოდ) ამასთანავე, PLUS ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებში 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვონ:

2 და 3 მაისს კი Family Food-სა და Family Market-ში გადახდისას PLUS ბარათის მფლობელები 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. (ულიმიტოდ)



საქართველოს ბანკის შეთავაზებები ქუთაისში გვირილობასთან დაკავშირებით
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა