საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric

„პორ­შემ“ პე­კი­ნის 2026 წლის ავ­ტო­გა­მო­ფე­ნა­ზე ახა­ლი Cayenne Coupé Electric წარ­მო­ად­გი­ნა - ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც მძლავრ პრო­პორ­ცი­ებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ელექტრო­შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან აერ­თი­ა­ნებს და რო­მე­ლიც ბრენ­დის სა­კულ­ტო მო­დე­ლის, 911-ის, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფორ­მი­სა და მისი Flyline-სა­ხუ­რა­ვის ინ­სპი­რა­ცი­ით შე­იქ­მნა. რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ტექ­ნი­კუ­რად Cayenne Coupe თა­ვის სეგ­მენ­ტში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ემო­ცი­ურ და სპორ­ტულ SUV-ად მი­იჩ­ნე­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ­თა­ხა­ლი მო­დე­ლის 3 ვერ­სი­აა ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

Cayenne Coupé-ს ახა­ლი მო­დე­ლე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი დიდი სიმ­ძლავ­რის ვი­ზუ­ა­ლუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბი­სა და 911-ის სა­კულ­ტო ფორ­მის უნი­კა­ლუ­რი შერ­წყმაა - იმ ფორ­მის, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სი, დახ­რი­ლი სა­ხუ­რა­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა და რო­მელ­საც „პორ­შე­ში“ Flyline-ს უწო­დე­ბენ. სა­ქა­რე მი­ნაც კუ­პეს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სტილ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

„სა­ხუ­რა­ვის დამ­რე­ცად დახ­რი­ლი ხაზი ათ­ლე­ტუ­რო­ბას შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ხა­ტავს და Cayenne Coupé-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ დი­ნა­მი­კუ­რო­ბას ანი­ჭებს“, - აცხა­დებს ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი თო­მას შტო­პ­კა.

ადაპ­ტი­რე­ბა­დი უკა­ნა სპო­ი­ლე­რი ამ თვალ­ში­სა­ცე­მი, დახ­ვე­წი­ლი ფორ­მის ჰარ­მო­ნი­უ­ლი გაგ­რძე­ლე­ბა და და­სას­რუ­ლია. ეს არის თა­ნა­მედ­რო­ვე, ცხა­დი ოპ­ტი­კა, რომ­ლი­თაც ახა­ლი მო­დე­ლის მთა­ვა­რი დი­ზა­ი­ნე­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად ამა­ყობს: „მკა­ფი­ოდ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ხა­ზე­ბი, გა­ნი­ე­რი პრო­პორ­ცი­ე­ბი და შავი ფე­რის ჩა­ნარ­თე­ბი ქმნის დი­ზა­ინს, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ში სპორ­ტუ­ლო­ბას ას­ხი­ვებს. ახა­ლი Cayenne Coupé Electric ექ­სტრო­ვერ­ტია, რო­მე­ლიც ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად პო­ზი­ცი­ო­ნი­რებს, რო­გორც სპორ­ტუ­ლი SUV“, - ესეც თო­მას შტო­პ­კას სი­ტყვე­ბია.

სწო­რედ ამ ფორ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, Cayenne Coupé Electric-ის შემ­თხვე­ვა­ში, ერთი და­მუხ­ტვით გა­სავ­ლე­ლი მან­ძი­ლის რე­სურ­სი 18 კი­ლო­მეტ­რი­თაა გაზ­რდი­ლი - 669 კი­ლო­მეტ­რამ­დე.

3 ვერ­სია გა­ყიდ­ვე­ბის სტარტზე

Cayenne Electric-ის Coupé-ვერ­სი­ებ­ში SUV-ს იდენ­ტუ­რი ამძრა­ვე­ბია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი ვერ­სი­ე­ბის შეკ­ვე­თა:

ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­ვა­ლი ნა­წი­ლის მხრი­ვაც SUV-ვერ­სი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სია. Coupé-ს სე­რი­უ­ლად მოჰ­ყვე­ბა ადაპ­ტი­რე­ბა­დი პნევ­მა­ტი­კუ­რი და­კი­დე­ბა Porsche Active Suspension Management-თან (PASM) ერ­თად.

800-ვოლ­ტი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით Cayenne Coupé Electric შე­სა­ბა­მის DC სწრაფ დამ­ტენ­ზე 390-მდე კვ.სთ სიმ­ძლავ­რით იმუხ­ტე­ბა, სპე­ცი­ფი­კურ გა­რე­მო­ში კი 400 კვ.სთ-საც აღ­წევს. სე­რი­უ­ლი On-Board-დამ­ტე­ნით კი AC-და­მუხ­ტვის სიმ­ძლავ­რე 11 კი­ლო­ვა­ტამ­დეა და და­მა­ტე­ბი­თი ოფ­ცი­ით 22 კი­ლო­ვა­ტამ­დე შე­იძ­ლე­ბა გაზ­რდა.

Cayenne Coupé Electric-შიც გე­ლო­დე­ბათ Cayenne SUV-ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პორ­შეს უნი­კა­ლუ­რი მარ­თვა­დო­ბა, მის ინ­ტე­რი­ერ­ში კი ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე, ციფ­რუ­ლი და მძღოლ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის კონ­ცეფ­ცია. სა­ლონ­ში ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია სენ­სო­რუ­ლი ეკ­რა­ნე­ბის დი­დე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტი - სრუ­ლად ციფ­რუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის პა­ნე­ლი­თა და ცენ­ტრა­ლუ­რი, ე.წ. Flow-დისპლე­ით.

Cayenne Electric-თან შე­და­რე­ბით, Cayenne Coupé Electric-ის სე­რი­უ­ლი კომ­პლექ­ტა­ცია კი­დევ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია - პა­ნო­რა­მუ­ლი ჭე­რით (პლუს Sunshine Control-ის ფუნ­ქცია) და Sport Chrono პა­კე­ტი. და­მა­ტე­ბით ხელ­მი­საწ­ვდო­მია კუ­პეს­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი მსუ­ბუ­ქი სპორ­ტუ­ლი პა­კე­ტი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბი­ლის წო­ნას და­ახ­ლო­ე­ბით 17,6 კი­ლოგ­რა­მით ამ­ცი­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელს ახა­ლი Cayenne Coupé Electric-ის შე­ძე­ნა „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლის­ში“ შე­უძ­ლია - „პორ­შეს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად სწო­რედ „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია წარ­მო­ად­გენს. „პორ­შე ცენ­ტრი თბი­ლი­სი“ მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს პრე­მი­უმ ბრენ­დის უახ­ლეს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, ასე­ვე სრულ სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო და სა­რე­მონ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ორი­გი­ნალ ნა­წი­ლებ­სა და აქ­სე­სუ­ა­რებს.



საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
"გოგოების გზა ტექნოლოგიებში" - "თეგეტა ჰოლდინგი" გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა