საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაცია დუბაისა და ინდოეთში - ტურიზმის ადმინისტრაციამ ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 592 613 დოლარის ხელშეკრულება გაუფორმა კომპანია VIVAAH WEDDING PARTIES ORGANAZING-ს.

დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიისგან ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სარეკლამო მომსახურებას სამ ეტაპად ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. როგორც ხელშეკრულების დანართებიდან ხდება ცნობილი, სარეკლამო ღონისძიებები ძირითად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს, როგორც მომსახურების, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეულ ყველა ხარჯს.

სარეკლამო მომსახურება შემდეგ აქტივობებს მოიცავს:

როუდშოუ - დუბაი (არაბთა გაერთიანებული საამიროები):

 

მიკროსაიტის შემუშავება და მართვა:

ციფრული მარკეტინგული აქტივობები:

კომპანიის საიტზე მითითებულია, რომ VIVAAH WEDDING-ი ქორწილების დაგეგმისა და ორგანიზების წამყვანი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ქორწილთან დაკავშირებით ყველა ტიპის მომსახურებას: ადგილის შერჩევას, გადაღებას, საქორწილო დეკორაციებს და სხვა სახის მომსახურებას. ასევე საკმაოდ ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც როგორც საიტზე ვკითხულობთ, კომპანია ქორწინების ცერემონიას აორგანიზებს.



ცნობილია მერიის რომელ ტენდერს უკავშირდება მეტროს ვაგონების სარემონტო კომპანიაში პროკურატურის შესვლა
საქორწინო ტურიზმის პოპულარიზაცია დუბაისა და ინდოეთში - ტურიზმის ადმინისტრაციამ ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა
ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე - ბრძოლა პირველი მედლებისთვის
საქართველოს ბანკის YouTube პროექტ Creator-ის გამარჯვებული ვერიკო ბაზალი გახდა