კირ სტარმერი ირანზე თავდასხმაზე - თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა - ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება

ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა, - ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.

სტარმერის თქმით, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.

„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა“, - აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.



თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება
PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის