მათე დევიძე - „სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“ - მაპატიეთ მეგობრებო

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო, იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა, - ეს სიტყვები 21 წლის მათე დევიძემ საბოლოო სიტყვის დასრულების შემდეგ განაცხადა და დარბაზიდან გავიდა.

სხდომათა დარბაზის დატოვებისას კი ეს ფრაზა თქვა - "სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში".

დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა.

"თანამებრძოლებო - ეს სიტყვა ჩემთვის ყოველთვის შუა საუკუნეებთან ასოცირდებოდა...

იცით ყველამ, რომ აქ მხოლოდ თქვენს სანახავად მოვდიოდი, დღეს ალბათ, ბოლო დღეც იქნება. შეიძლება, დიდი ხანი ვერ გნახოთ, მაგრამ მეც მაქვს პატარა იმედი, მაგრამ... იცით ყველამ, თელავიდან მოვდიოდი აქციებზე, (მაპატიეთ, ვნერვიულობ) რათა მეგობრებთან ერთად მშვიდობიანი პროტესტით გამეპროტესტებინა ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე, როცა ფორმიანმა დაჯგუფებებმა, ორი დღის უძილო ვიყავი, ვერ გავაცნობიერე რა ხდებოდა, როცა ჩვენზე ძალის გადამეტება დაიწყეს, შეხლა-შემოხლაში მოვყევი, ვეცადე, გამოვრიდებოდი, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, შემდეგ იცით, რაც მოხდა.

ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ.

მაპატიეთ მეგობრებო, მაგრამ დარბაზი უნდა დავტოვო იმიტომ, რომ მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა",- განაცხადა დევიძემ.



PACE-ის მონიტორინგის მომხსენებლები - მიუღებელია ოპოზიციონერი პირების დაკავება
რეზა ფეჰლევი მოუწოდებს ირანელ ხალხს აჯანყებისკენ აიათოლების წინააღმდეგ
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
კაია კალასი - ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მხარეებს თავშეკავების გამოჩენისკენ მოვუწოდებ