პეტრე ცისკარიშვილი - „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლების დაკარგვის ეშინია და ყველანაირად ცდილობს, ლეგიტიმაცია მოიპოვოს. პეტრე ცისკარიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იტალიაში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით, ხელისუფლება ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს.

„ჩვენთვის სიახლე ნამდვილად არ არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ გამალებით ცდილობს დასავლურ არენაზე ლეგიტიმაციის მოპოვებას, ოღონდ ეს საკონსულოების გახსნით და ფართომასშტაბიანი ვიზიტებით არ გამოუვათ. თუ უნდათ ლეგიტიმაცია, ამისთვის საჭიროა ევროპულ ღირებულებებს ეზიარონ, რომელიც მდგომარეობს დემოკრატიაში, არჩევნების არ გაყალბებაში, კანონის უზენაესობაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და ა.შ. რისი გაკეთებაც მათ უბრალოდ არ უნდათ, ეს ეწინააღმდეგება მათ ფილოსოფიას, მათ პოლიტიკურ დნმ-ს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები და რეფორმები გატარდა, მათ ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. ამიტომ, ლეგიტიმაციის მოპოვებას უბრალოდ, მოგზაურობით და იმ გზით, რაც მათ დაისახეს, ვერ შეძლებენ”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.



ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე - ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
პირი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 5 დღე რჩება
უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა