ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი გრაცის მერზე, ელკე კარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქ გრაცის პოლიციამ დაადასტურა, რომ თავდამსხმელი დაღუპულებს შორის არის.

ადგილობრივი გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა კი მძიმეა.

ავსტრიის კანცლერმა, კრისტიან შტოკერმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში მდებარე Dreierschützengasse-ის სკოლაში მომხდარი თავდასხმა „ეროვნული ტრაგედიაა, რომელმაც ქვეყანა შეძრა“.

„სიტყვები არ არსებობს იმ ტკივილისა და მწუხარების გამოსახატავად, რომელსაც ახლა ჩვენ ავსტრიაში განვიცდით“, - განაცხადა ავსტრიის კანცლერმა



საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა
სელფი მობაილი ZEG ფესტივალის პარტნიორია
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე - ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
პირი, რომელმაც გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა, 1 000 ლარით დააჯარიმეს