ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება

წელს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა. დიდი ქართველი მუსიკოსის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საქართველოს 2 რეგიონში „თეგეტას“ მხარდაჭერით კონცერტებია დაგეგმილი.

პირველ კონცერტს 7 ივნისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს.

მულტიმედიური კონცერტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ფოტო- და ვიდეოკოლაჟს დაეთმობა, რომელიც ასახავს ჯანსუღ კახიძის მოღვაწეობას სხვადასხვა ჟანრში - ოპერა, სიმფონიური მუსიკა და მის მიერ შესრულებული სიმღერები. მეორე ნაწილში კი გაიჟღერებს ცოცხალი მუსიკა თბილისის სიმფონიური ორკესტრის, ანსამბლ „რუსთავისა“ და ვახტანგ კახიძის შესრულებით.

პროექტის ავტორი, წამყვანი და დირიჟორი ვახტანგ კახიძეა.

ვახტანგ კახიძეთბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელითბილისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი: „ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილმა საღამოებმარომლებიც თბილისში უკვე გაიმართამნიშვნელოვანი კვალი დატოვა როგორც მსმენელზეისე შემსრულებლებზეახლა კი სასიამოვნო საღამოები მუსიკის მოყვარულებს საქართველოს რეგიონებშიც ელითპირველი კონცერტით ქუთაისში წარვდგებითრის შემდეგაც უკვე თელავს ვესტუმრებითკონცერტი დატვირთული იქნება მუსიკალურადაც და ვიდეოდა ფოტომასალითაცაუდიტორია ჯანსუღ კახიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ისტორიებს მოისმენს.

ჯანსუღ კახიძის სახელობის რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტებით დავხურეთსეზონი ძალიან წარმატებული იყოკონცერტების რაოდენობით მეათე ფესტივალი ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდარისი შესაძლებლობაც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერამ განაპირობაზოგადადბიზნესის მხარდაჭერა ყველა სფეროს სჭირდებამისასალმებელიარომ „თეგეტა“ ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოშირომელიც უამრავ მნიშვნელოვან პროექტს უდგას გვერდით“.

ფესტივალის ფარგლებში, გაზაფხულზე თბილისში 7 განსაკუთრებული საღამო გაიმართა. მათ შორის იყოს მსოფლიო კინომუსიკის შედევრები უნგრელი დირიჟორის გაბორ ჰოლერუნგის შესრულებით; ცნობილი ამერიკული ანსამბლები – New York Voices, ასევე Kennedy Administration, რომელმაც სპეციალურად შექმნა არანჟირებები, რათა ორკესტრთან ერთად კონცერტის გამართვის შესაძლებლობა ჰქონოდა; მსმენელმა გამორჩეული კუბელი მესაყვირის რობერტიკო გარსიას ბენდსაც მოუსმინა.

ფესტივალზე ამჯერადაც მასშტაბურად იყო წარმოდგენილი ქართული მუსიკა. საფესტივალო დღე დაეთმო ეკა მამალაძის კონცერტს, სადაც შესრულდა მარგალიტები ქართული მუსიკიდან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, რომელიც წელს სწორედ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა, „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართა. „თეგეტასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის. სახელოვნებო მიმართულების მხარდაჭერა კომპანიისთვის წლებია, პრიორიტეტია.

თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორიჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან წლები და ღირებულებები გვაერთიანებსწელს განსაკუთრებით გვეამაყებარომ „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებს უკვე საქართველოს რეგიონებშიც.

რაც შეეხება მეათე საერთაშორისო ფესტივალსის გამორჩეული იყო თავისი მასშტაბითა და გემოვნებიანი მუსიკითჩვენთვისროგორც მომავალზე ორიენტირებული ჰოლდინგისთვისგანსაკუთრებით ღირებულია ისეთი პროექტების მხარდაჭერარომლებიც ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობსგვჯერარომ კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების განვითარებაშიმუსიკის მხარდაჭერით კი სივრცეს ვუხსნით ახალ თაობას.

სწორედ ასეთი ინიციატივებია ჩვენთვის ინსპირაციის წყარო — ისინი აერთიანებს ტრადიციასინოვაციასა და საერთო მიზანსგავუზიაროთ საზოგადოებას მეტი შინაარსიემოცია და შესაძლებლობა“.

ჯანსუღ კახიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი, ქუთაისის შემდეგ, 5 ივლისს, ასევე „თეგეტას“ მხარდაჭერით, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. ზაფხულის შესვენების შემდეგ კი, შემოდგომაზე ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი ტრადიციული ფესტივალით, „შემოდგომის თბილისით“ განახლდება. ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტის მოსმენის შესაძლებლობა მსურველებს შემოდგომის ფესტივალის ფარგლებშიც მიეცემათ.



ისარგებლეთ SOLO Education-ის შეთავაზებით და გაემგზავრეთ Paris Saint-Germain-ის აკადემიის საზაფხულო ბანაკში
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
Global Private Banker-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მომხმარებლებისთვის შექმნილი გამოცდილება მსოფლიოში გამორჩეულად აღიარა
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად