მაკა ბოჭორიშვილი - ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი

ყველაფრის გამოყენება იმისთვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ნეგატიური დღის წესრიგი, არის მიუღებელი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღე და ეს არის ის დღე, რომელსაც პარტნიორები, მეგობრები ულოცავენ ქვეყნებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვინმეს თუ კრიტიკა უნდა, ამის შესაძლებლობა მათ ყოველთვის აქვთ და არ იშურებენ ძალისხმევას.

„ეროვნული დღესასწაულის გამოყენება იმისთვის, რომ ნეგატიური დღის წესრიგი შექმნა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის მისასალმებელი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.



ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები
გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება
ფრიდრიხ მერცი - მოსკოვს დროის მოგება სურს - უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა
სალომე ზურაბიშვილი - სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე წარმოგვიდგენია