გიორგი ვაშაძე - გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია

გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია - სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია“.

„გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია. სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა. ეს არის ახალი წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნები და არა პირიქით. ის, რაც 4 ოქტომბერს იგეგმება, ეს არჩევნები არ არის და მე სრულად ვიზიარებ ამ წინადადებას. საპირისპიროდ არაფერი მომისმენია „ქართული ოცნების“ ივანიშვილი -კობახიძის დაჯგუფებისგან, რომ რამეს სთავაზობს საზოგადოებას. ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ევროპის სამი მძლავრი სახელმწიფოს ლიდერი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი პირდაპირ და მკაფიოდ ამბობენ, რომ იმისთვის, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს, „ქართულმა ოცნებამ“ უარი უნდა თქვას ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებამ შექმნა, სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. მე ალტერნატივა არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.



ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები
გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება
ფრიდრიხ მერცი - მოსკოვს დროის მოგება სურს - უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა
სალომე ზურაბიშვილი - სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე წარმოგვიდგენია