
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ (DIA) მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა რომელშიც, საქართველოზეც არის საუბარი.
„რუსეთი, თითქმის დანამდვილებით, მიზნად ისახავს საქართველოს თავის გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
უწყება სომხეთში არსებულ სიტუაციასაც აფასებს და ხაზს უსვამს, გასულ წელს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა.
„სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლით დაიმუქრა, ხოლო რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |