კრემლი აცხადებს, რომ ტრამპის რეაქცია უკრაინის დაბომბვაზე “ემოციურმა გადაღლამ“გამოიწვია

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა, რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმულ უკმაყოფილებას უპასუხა.

ტრამპის რეაქცია კრემლის სპიკერმა "ემოციური გადატვირთულობით" ახსნა.

"ჩვენ მადლობელნი ვართ ამერიკელებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მოლაპარაკების პროცესის ორგანიზებისთვისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია, რომელიც აბსოლუტურად ყველას ემოციურ გადაღლას და ემოციურ რეაქციებს უკავშირდება. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა სახის რეაქციებს". – თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინი რუსეთის უსაფრთხოებისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებებს იღებს და ბოლოდროინდელი მასშტაბური რუსული იერიშები "კიევის მიერ სოციალურ და მშვიდობიან ინფრასტრუქტურაზე მიტანილი დარტყმების საპასუხო იერიშებია".

25 მაისს რუსეთმა უკრაინის რეგიონები 300 დრონითა და 70-მდე რაკეტით დაბომბა. შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

26 მაისს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ომის დაწყების დღიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო სივრცე 364-მა უპილოტო საფრენმა აპარატმა გადაკვეთა.



ირაკლი კუპრაძე - ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები
გალტ & თაგარტის ჩართულობით, სომხეთში კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება
ფრიდრიხ მერცი - მოსკოვს დროის მოგება სურს - უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმები არა მშვიდობის, არამედ ომის ენაა
სალომე ზურაბიშვილი - სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე წარმოგვიდგენია