
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს გამოსვლისა და კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვის თარგმანს აქვეყნებს.
„კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა: „თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?“
სახელმწიფო მდივანი რუბიო: „დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება“.

„დღეს ის დღეა, ჩვენი ერთგული მომხმარებლები მთელი წლის განმავლობაში რომ ელოდებით ხოლმე“ - „ფარმადეპოში“ BLACK FRIDAY-ის გრანდიოზული შეთავაზებები დაიწყო
მე 11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა - პირდაპირი
ჯპს-ის ნებისმიერ ფილიალში Black Friday-ს გამორჩეული აქციები უკვე ძალაშია
ფეხბურთი მელიქიშვილზე
მოქალაქეებმა კვლავ ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორია დაიკავეს - პროტესტი გრძელდება
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |